Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727548&print=yes&view=jobs
 
ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორნის მენეჯერი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
უმაღლესი კლასის რესტორანი "ხარება", რომელიც მდებარეობს ყვარელში, ტურისტული კომპლექს გვირაბის ტერიტორიაზე, მთაზეა განთავსებული. იგი წარმოადგენს არქიტექტურულ ნიმუშს, რომელშიც არის გამოყენებული თანამედროვე და კლასიკური ქართული არქიტექტურული ელემენტები და მაქსიმალურად არის შერწყმული ბუნებასთან. რესტორნის ვერანდა და სამსართულიანი კოშკიდან გადაშლილი ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედი ტურისტულ კომპლექსს დასვენების საუკეთესო ადგილად აქცევს.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის ღვინის გვირაბის რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ყვარელი;
სამუშაო გრაფიკი: 6-დღიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: 4000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვა;
** საკვებისა და სასმლის დეპარტამენტის ოპერაციებისა და ბიუჯეტის შესაბამისი სტანდარტებით მართვა;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგების ჩატარება;
** მარკეტინგულ ღონისძიებებში ჩართულობა;
** ტრენინგი და მათი დროული უზრუნველყოფა სიახლეებით;
** რესტორანსა და ბარში სისუფთავის კონტროლი;
** სამოქმედო მიზნების ჩამოყალიბება, მიღწევის გზების დასახვა, შესრულების კონტროლი გეგმის მიხედვით;
** შეფ მზარეულთან მენიუს შეთანხმება;
** სასმლისა და საკვების რაოდენობის კონტროლი;
** მომარაგების თანამშრომელთან ურთიერთობა და კონტროლი;
** გუნდის მუშაობაზე პასუხისმგებლობის აღება;
** სამუშაო პროცესების ეფექტური მართვა;
** მიმდინარე პროცესების სტრატეგიული დაგეგმარება, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, ორგანიზება და კონტროლი;
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა და საქმიანობის ხარისხის მონიტორინგი;
** სხვადასხვა ღონისძიების სრული სპექტრის ორგანიზების მართვა;
** სტუმრისგან მიღებული კომენტარის გათვალისწინება და მოცემული ინფორმაციის გადაცემა შეფ მზარეულისთვის და კომპლექსის მენეჯერისთვის, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება;
** შრომის დაცვის წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** კომპანიის მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ჰასპის სტანდარტების უზრუნველყოფა და დაცვა
** გუნდის მართვის უნარი;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების უნარი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "რესტორნის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია