Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727528&print=yes&view=jobs
 
ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: ფუტურიუმი
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
კომპანია "ფუტურიუმი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი.

"ფუტურიუმი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომლის მთავარ ღირებულებაა მომხმარებელზე მორგებული ხარისხიანი ავეჯის წარმოება. ჩვენ ვართ ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაზე და მათთვის შესაბამისი პირობების შექნაზე. დამატებით ჩვენს შესახებ იხილეთ www.futurium.ge, აგრეთვე თვალი გვადევნეთ სოციალურ ქსელებში www.facebook.com/futurium.furniture, www.instagram.com/futurium.furniture

სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტირი "ქარვასლა", ც. დადიანის 7

პირობები: სრული სამუშაო გრაფიკი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის დაგეგმა და ვიზუალიზება
** ავეჯის მასალების და მექანიზმების შერჩევა
** კლიენტებთან ურთიერთობა
** ჩასაშენებელი და მყარი ავეჯის ფასის დათვლა და შეთავაზების გაკეთება კლიენტისთვის
** სპეციფიკაციების და ნახაზების მომწოდებელ ქარხანაში გადაგზავნა შეკვეთა
** ფურნიტურის შეკვეთა მომწოდებლებთან
** ავეჯის დამზადების მიმდინარეობის მონიტორინგი
** კლიენტებთან ურთიერთობის სისტემაში (CRM) მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის განხრით
** აუცილებელია ავეჯის კონსტრუირების პროგრამის Bazis Woodworker-ის ცოდნა
** სასურველი რუსული ენის კარად ცოდნა
** აუცილებელია ავეჯის კონსტრუირების პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** სასურველია CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამას
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაში მუშაობას
** კარიერულ ზრდას
** გამოცდილი პროფესიონალების გუნდს
** კომფორტულ სამუშო გარემოს

დაინტერესებული პირები გამოგვეხმაურეთ ელფოსტაზე: vacancy@futurium.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ "ავეჯის კონსტრუქტორ-დიზაინერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია