Робота для біженців з України
ბიზნესის განვითარების მენეჯერი - ტრადიციული არხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი - ტრადიციული არხი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
საწარმო "კამპა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბიზნესის განვითარების მენეჯერი (ტრადიციული არხი)

დეპარტამენტი: გაყიდვები
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ხელფასი: 1 500 ლარი + ბონუსი
დაქვემდებარება: გაყიდვების დირექტორი/კომერციული დირექტორი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრადიციულ სავაჭრო არხში ახალი კლიენტების მოძიება.
** პროდუქტის პრეზენტაცია და თანამშრომლობის შეთანხმება.
** არსებულ კლიენტებთან დისტრიბუტორის კონტროლი შეუფერხებლად მიწოდების ჯაჭვის წარმოსაქმნელად.
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან თაროს ათვისება, წილების ზრდა და მარაგების კონტროლი.
** კონკურენტული გარემოებების შეფასება და ანალიზი.
** KPI შესრულება და გაყიდვების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** რაოდენობრივი ათვისება ახალი ობიექტების
** აქტიური ბაზა კლიენტების (რაოდენობრივი)
** პირველადი შეკვეთების მოცულობა + განმეორებითი შეკვეთების მაჩვენებელი.
** პროდუქციის განთავსების მაჩვენებელი და ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ქსელის განვითარების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ში;
** კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: v.khokhiashvili@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე