Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი - VitaminGO - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი - VitaminGO
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 08 ივნისი / ბოლო ვადა: 08 ივლისი
საწარმო "კამპა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბრენდ მენეჯერი - "VitaminGO".

დეპარტამენტი: გაყიდვები და მარკეტინგი
ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ხელფასი: 3000 ლარი
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიის შემუშავება შესრულება.
** მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება. ინფლუენსერებთან, სპორტულ და ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათი მოძიება და გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება.
** გაყიდვების გუნდთან და დისტრიბუტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.
** ბაზრის შესწავლა და ანალიზი.
** პროდუქციის ქსელში სწორი პოზიციონირება და შემდგომში კონტროლი.
** გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა აქციების დაგეგმვა და განხორციელება.
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი.
** პროდუქტის გაყიდვების, მომგებიანობის და ბაზრის წილის მონიტორინგი.
** წლიური, კვარტალური და ყოველთვიური გეგმის მომზადება და უზრუნველყოფა.
** KPI შესრულება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
** ბრენდის ცნობადობის და ბაზრის წილის ზრდა.
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და ეფექტურობის განსაზღვრა.
** მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
** ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
** ბრენდის განვითარების, პოზიციონირებისა და მარკეტინგის პრინციპების კარგად გააზრების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კვლევის შედეგების გაანალიზებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
** პროექტის მენეჯმენტის უნარი.

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: v.khokhiashvili@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე