|
დასახელება:
მოძრავი მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
შარმ ტრეიდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას "მოძრავი მერჩენდაიზერის" პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლების განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული ნაშთების კონტროლი;
** სარეკლამო მასალის ეფექტური გამოყენება;
** ხელმძღვანელისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება დადგენილი წესით და ფორმატით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია პირადი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი ვადის შემდეგ);
** ულიმიტო სამგზავრო ბარათს/საწვავის ხარჯის ანაზღაურებას
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** უშუალო ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებს თქვენს განვითარებაზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კომპეტენტურ ანაზღაურებას, ეტაპობრივ წინსვლასა და ბენეფიტებს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მოძრავი მერჩენდაიზერი".
|
|
|
|