Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, მიცკევიჩის 29 ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00)
ანაზღაურება: 3000 ლარი (შესაძლებელია გადახედვა დასახული მიზნებისა და შესრულებული შედეგების მიხედვით)

პოზიციის აღწერა

შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცესების ეფექტურად მართვას, მომწოდებლებთან ურთიერთობასა და კომპანიისთვის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფას.

ძირითადი მოვალეობები:

** სანდო მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება და შესყიდვების განხორციელება საუკეთესო ხარისხისა და ფასის პირობებით;
** მომწოდებელთა ბაზის შექმნა, განახლება და განვითარება;
** შესასყიდი საქონლისა და პროდუქციის ფასების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების კვლევა და ანალიზი;
** შესყიდვების პროცესების მართვა, კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** განხორციელებული შესყიდვების ლოგისტიკური პროცესების ორგანიზება;
** სამშენებლო ობიექტის გუნდთან კოორდინაცია ტექნიკური შედარებებისა და საჭიროებების დაზუსტების მიზნით;
** მომწოდებლებისა და ვენდორების კომერციული და ფასობრივი შეთავაზებების შედარების მომზადება;
** პროექტის შეხვედრებში მონაწილეობა და შეკვეთების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილებას);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ზრდის პერსპექტივას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

განაცხადის მიღების წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: mjapharidze@orbi.net. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "შესყიდვების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე