Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727279&print=yes&view=jobs
 
საუზმის მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მიმტანი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ვეძებთ ნიჭიერ და პასუხისმგებლობიან პირებს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 900 ლარი.
სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი.

სასურველია სამუშაო გამოცდილება.

პროფესიული უნარები:

** მომსახურების წესების ცოდნა;
** ეტიკეტის დახვეწილობის დაუფლება;
** მენიუს 100%-იანი ცოდნა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** მომხმარებელზე ფოკუსირება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** სტუმართმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** სისუფთავე;
** გონებამახვილობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

პასუხისმგებლობები:

** დარბაზში ყოფნა;
** სტუმრების შეხვედრა და დაბინავება;
** შეკვეთის მიღება;
** შეკვეთის სისტემაში შეყვანა;
** მაგიდის დალაგება და დარბაზის მოწესრიგება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო პირობებს;
** ფორმებს;
** უფასო კვებას;
** ფორმალურ გაფორმებას;
** მეგობრულ გარემოს;
** პროფესიული ზრდის სტიმულს.

ცვლის სამუშაო განრიგი: (07:00-დან 15:00-მდე. თვეში 15 ცვლა, 2 დღე მუშაობთ, 2 ისვენებთ).

დაინტერესების შემთხვევაში, CV გამოგვიგზავნეთ მოცემულ მეილზე: hoteltbilisee@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია