|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
Best Western Kutaisi
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
ქუთაისში მდებარე სასტუმრო "ბესტ უესთერნ"-ი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა (5/2)
სამუშაო პირობები: სასტუმრო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ოთახების დასუფთავება სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სასტუმროს გარე და შიდა სივრცეების დასუფთავება;
** ბარ-რესტორნის დასუფთავება;
** ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** მობილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
საჭირო უნარები:
** პოზიტიურობა
** კომუნიკაბელურობა
** შრომისმოყვარეობა
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ბესთ უესთერნ ქუთაისის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: administration@bwkutaisi.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|