|
დასახელება:
აგრონომი
|
| მომწოდებელი:
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 760 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა:
ფუნქციები:
** ბოტანიკური ბაღის დეკორატიული გაფორმების, მისი დეკორატიული იერსახის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
** ყვავილოვანი გაფორმებისათვის დეკორატიული მცენარეების შერჩევასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** კოლექციებისა და დეკორატიული ნაკვეთების მოვლისა და შევსება-განახლების მიზნით აგროტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მცენარეთა მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება (ნიადაგის დამუშავება, განოყიერება, დარგვა, მორწყვა, მცენარეთა ფორმირება);
** საკოლექციო და ბაღის სხვადასხვა დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
** ბაღის დეკორატიული თარგებისათვის, ყოველწლიური გეგმის შესაბამისად, სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა;
** მცენარეთა მავნებელ-დაავადებების კონტროლი, დროული იდენტიფიკაცია და დაცვის ღონისძიებების განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამის განყოფილებასთან შეთანხმებით;
** სარეალიზაციოდ ნამეტი მცენარეების მომზადება (გადარგვა, ეტიკეტირება);
** მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, სამუშაოების გადანაწილება და მეთვალყურეობა;
** სამუშაო გეგმის შეთანხმება და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აგრონომიის, მებაღეობის ან მცენარეთა დაცვის მიმართულებით;
** დამატებითი პროფესიული კურსები მცენარეთა დაცვის, სასუქების გამოყენების, სარწყავი სისტემების ან სანერგე მეურნეობის მიმართულებით;
** მცენარეთა მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS Office (Word, PTT, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარები:
** საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 05.07.2026
** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|