Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებაში მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 600 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

ფუნქცია მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებების მართვა;
** მასზე მინდობილი სატრანსპორტო საშუალების მოვლის/ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
** მანქანის ტექნიკური მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** მასზე მინდობილი სატრასპორტო საშუალების შიდა და გარე სისუფთავის უზრუნველყოფა;
** საწვავის წვის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება;
** ბაღის ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფა ელექტრომობილების საშუალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საგზაო მოძრაობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** უპირატესობად ჩაითვლება D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძანობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 05.07.2026

** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე