|
დასახელება:
გიდი
|
| მომწოდებელი:
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას გიდის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1, 520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა:
ფუნქციები:
** ექსკურსიების ჩატარება ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლების, სკოლის მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის;
** საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა და შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიების ჩატარება;
** საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** შემეცნებითი სახის ბოტანიკური და ისტორიულ-კულტურული ექსკურსიებისათვის საინტერპრეტაციო მასალის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესად ჩაითვლება განათლება ტურიზმის, ეკოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ბიოლოგიის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ბავშვებთან და მოზრდილებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა. (დამატებითი უცხო ენა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** MS Office -ის ცოდნა;
უნარები:
** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 05.07.2026
** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
|
|
|
|