Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"სასტუმრო კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პროგრამა "ფინაში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საცხოვრებლით, ტრანსპორტირებითა და კვებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** ინდივიდუალური გასაუბრება HR მენეჯერთან;
** გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: tamarilomidze09@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე