Робота для біженців з України
სპა ცენტრის ზედამხედველი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპა ცენტრის ზედამხედველი
მომწოდებელი: Gudauri Lodge
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის ზედამხედველის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: გუდაური
ანგარიშვალდებულება: გენერალური მენეჯერი

დამატებითი ბენეფიტები:

კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს კვებით, საცხოვრებელი ადგილით გუდაურში და ჯანმრთელობის დაზღვევით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სპის მართვა-მონიტორინგი და კონტროლი
** ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება
** სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინების შესაბამისად სწორი გრაფიკის შედგენა
** სატელეფონო ზარების კონტროლი
** გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება
** თანხის მიღება, კონტროლი, ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, შეკვეთების წარმოება
** ყოველდღიური/თვიური ხარჯთაღრიცხვის წიგნაკის წარმოება
** კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სტუმრის სრულყოფილი მომსახურების გაწევის კონტროლი
** მიიღოს და მოემსახუროს სასტუმროს სპის მომხმარებელს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში
** შეინარჩუნოს სუფთა სამუშაო გარემო
** მიაწოდოს მაქსიმალური, სწორი და ღირებული ინფორმაცია სტუმარს
** გაითვალისწინოს ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტები და პროცედურა ჩაატაროს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპა მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ფლობა
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 3 ივლისამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე