Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727140&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: გერმანული სავაჭრო ცენტრი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
გერმანული სავაჭრო ცენტრი აერთიანებს გერმანული ხარისხის ავეჯს, დეკორსა და სახლის აქსესუარებს, რომლებიც გამოირჩევა გამძლეობით, ფუნქციურობითა და თანამედროვე დიზაინით.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
სამუშაო ადგილი: მცხეთის გზატკეცილი, თბილისი მოლიდან 3 კ/მ (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას თბილისი მოლიდან ან მეტრო სარაჯიშვილიდან);

რას გთავაზობთ:

** ფიქსირებული 1000₾ + ბონუსი გაყიდვებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფასდაკლებები ჩვენს პროდუქციაზე;
** პროფესიული განვითარებისა და პოზიციური დაწინაურების
პერსპექტივას;
** გერმანიაში საკვალიფიკაციო მივლინებებს;
** სტაბილურ, გრძელვადიან და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში მოსული მომხმარებლის თბილი და პროფესიონალური დახვედრა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მათი საჭიროებების დადგენა;
** პროდუქციის (ავეჯი, დეკორი, აქსესუარები) ცოდნა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: კონსულტაციიდან - ანგარიშსწორებამდე;
** ახალი პროდუქციის მიღების, დახარისხებისა და დასაწყობების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავეზე ზრუნვა და წესრიგის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** მომსახურების ან საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** პოს-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: germanshop.ge@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია