Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727130&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ოპერაციებისა და რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ოპერაციებისა და რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიოგრაფი ლივინგ
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოპერაციებისა და რეპორტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტინგის პროცესში მონაწილეობა;
** წლიური აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** სესხების, ბუღალტრული გატარებებისა და ფინანსური ოპერაციების შემოწმება;
** გაყიდვების, ხელშეკრულებებისა და გადახდის გრაფიკების დადასტურება;
** გადახდის გრაფიკების შექმნა, ცვლილებების დამუშავება და მონიტორინგი;
** კლიენტებთან შეთანხმებული პირობების CRM-სა და სხვა სისტემებში ასახვა;
** ხელშეკრულებების მომზადება, ცვლილებების დამუშავება და ხელმოწერის პროცესის მართვა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება;
** ბონუსებისა და საბროკერო საკომისიოების გაანგარიშება;
** მონაცემების სიზუსტის კონტროლი, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარება და დამუშავება;
** ფინანსური გუნდის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში, უპირატესად ფინანსების განხრით;
** IFRS სტანდარტების და ბუღალტრული აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ექსელის თავისუფლად ფლობის უნარი და გამოცდილება.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია ფინანსური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fYS41a5c
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია