|
დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარმოლი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Carmall" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
მდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.07.2026.
ჩვენს შესახებ:
"Carmall" არის კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და საქართველოში ქმნის ახალ, კომფორტულ სტანდარტს ავტომობილის შეძენის პროცესში.
გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში იმალება დიდი პოტენციალი.
ჩვენ, როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, ხელს ვუწყობთ ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო მხარე და აიმაღლონ საკუთარი სტანდარტები ყოველდღიურად.
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტომობილების ტექნიკურ შეფასებაზე, რეალიზაციის პროცესის მხარდაჭერაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** ავტომობილების რეალიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ჩამოყვანილი ავტომობილების ტრანსპორტირების პროცესის ორგანიზება;
** ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და შეფასება;
** ავტომობილებზე ფასის განსაზღვრა (მდგომარეობის მიხედვით);
** ძრავასა და გადაცემათა კოლოფზე გარანტიის განსაზღვრა;
** დაზიანებული ავტომობილების აღდგენის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
** ავტოპარკის მართვა (განთავსება, გადაადგილება, მოწესრიგება);
** ავტომობილების სარეალიზაციოდ მომზადება;
** მონაცემების აღრიცხვა და შესაბამის ფაილებში ინფორმაციის შეყვანა.
მოთხოვნები:
** ავტომობილების ტექნიკური ცოდნა (ძრავა, გადაცემათა კოლოფი და ა.შ.) (აუცილებელია);
** გამოცდილება ავტოინდუსტრიაში (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის უნარები;
** MS Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა;
** მართვის მოწმობა (აუცილებელია).
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
** მეგობრულ და ენერგიულ გუნდს.
საკონტაქტო ელფოსტა: hr@carmall.ge
|
|
|
|