Робота для біженців з України
ყუთის მანქანის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყუთის მანქანის ოპერატორი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.

დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ყუთის მანქანის ოპერატორის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.

პირობები:

** ანაზღაურება: ყოველთვიური ფიქსირებული და დანამატი
** წლიური პრემია შესრულების ხარისხიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00-17:00 / II ცვლა - 10:00-19:00. შესვენება - 1 საათი
** კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი ამოცანები:

** პროდუქციის შესაფუთი მასალების (ყუთის სახეობა, ზომა, ბრენდირება) სწრაფი და ზუსტი იდენტიფიცირება;
** ყუთის ამწყობ/შემკვრელ აპარატზე შესაბამისი მასალებისა და სახარჯი კომპონენტების (წებო, წებოვანი ლენტი და სხვ.) სწორად დაყენება;
** ყუთის ფორმირების, პროდუქციის ჩალაგებისა და შეკვრის ხარისხის, სიზუსტის მუდმივი კონტროლი;
** შესაბამისი მანქანა-დანადგარის სწორი ექსპლუატაცია და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
** ყუთების ფორმირებისა და დაფასოების პროცესის მართვა: დამკვეთების, შეკვეთის ნომრების, სავაჭრო ნიშნების, ბოთლის მოცულობისა და რაოდენობების მიხედვით;
** პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** ხარისხისა და წარმადობის გაუმჯობესების მიზნით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი იდეების გაზიარება;
** სამუშაო სივრცეში სანიტარია-ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა;
** გუნდთან აქტიური თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამუშაო პროცესში უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ეტიკეტის მანქანის ოპერატორი).

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე