|
დასახელება:
მიმღები ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
შარდენ ვილა
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Sharden Villa boutique Hotel"- გახლავთ 22 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში, ძველი თბილისის გულში კოტე აფხაზის ქ. #42.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - პოზიტიურ, კომუნიკაბელურ, მიზანდასახულ ადამიანს, მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, გასტუმრება.
** სტუმრებთან ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება.
** სასტუმროს მართვის პროგრამაში (Otelms, რომელსაც შეგასწავლით ადგილზე) ჯავშნების მართვა, სტუმრების რეგისტრაცია, ინფორმაციის დამუშავება.
** სტუმრებთან კომუნიკაცია, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები
** სავალდებულოა ინგლისური ენის, გამართულად საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს ანალოგიურ პოზიციაზე ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word, excel, Gmail)
ჩვენ გთავაზობთ
** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი ცვლა. 10:00 სთ-დან - 10:00 სთ-მდე
** ანაზღაურება 1000 ლარი
** მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
** თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
** კვებით უზრუნველყოფა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მიიღოთ ახალი გამოცდილება და გადადგათ ახალი ნაბიჯები კარიერული განვითარებისთვის. გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info.shardenvilla@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|