Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727062&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორი/რადიოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი/რადიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ლუმისონ კლინიკა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ლუმისონ კლინიკა" (ესთეტიკური და დიაგნოსტიკური ცენტრი) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის/რადიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ორ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატს, რომლებიც მზად არიან შეითავსონ ადმინისტრაციული საქმიანობა და რადიოლოგის ასისტენტის ფუნქციები.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და კონსულტაცია;
** ზარებზე პასუხი, ვიზიტების დაგეგმვა და მართვა;
** რადიოლოგის ასისტენტობა: კვლევის შედეგების დაბეჭდვა, პაციენტებისთვის გადაცემა და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** კლინიკის სტანდარტების დაცვა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება (სასურველია სამედიცინო ან ესთეტიკურ ცენტრში);
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა (სავალდებულო, სამუშაო დონეზე), რუსული ენა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების და სწრაფი ბეჭდვის უნარი (აუცილებელია);
** მომსახურების სფეროსთვის დამახასიათებელი ეტიკეტის ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** გრაფიკი: მონაცვლეობითი (ცვლებით).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.skinrevo@gmail.com (თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია