|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
შოკოტელა
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Chocotella" - პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
შოკოტელა ეძებს პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ მძღოლ-ექსპედიტორს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებას ობიექტებს შორის.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ნაწარმის ტრანსპორტირება ერთი ობიექტიდან მეორე ობიექტზე;
** ტრანსპორტირების დაწყებამდე გადასაზიდ საქონელზე სასაქონლო ზედნადების აქტივაციის შემოწმება;
** პროდუქციის უსაფრთხო გადაზიდვისა და ჩაბარების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების გადაყვანა ერთი ობიექტიდან მეორემდე;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების დროული და ხარისხიანი შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოქმედი მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;
** მძღოლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
სამუშაო გრაფიკი: პროდუქტის ტრანსპორტირება დღეში ერთხელ, ორ ობიექტზე.
ფიქსირებული ანაზღაურება: 500 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@chocotella.com.
|
|
|
|