|
დასახელება:
მოლარე/ბარისტა
|
| მომწოდებელი:
Mr gree
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Mr Gree"/"მრ გრი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე/ბარისტას პოზიციაზე ქ. თბილისში (ვარეკეთილი, ჯავახეთის 172)
პირობები:
** რესტორნის სამუშაო საათები: 10:00-01:00.
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება, 8-საათიანი ცვლები
** ანაზღაურება: თვიური/800.00 ლარი
** ბენეფიტები: კომპანია გთავაზობთ კვებით უზრუნველყოფას, საღამოს ცვლას მოემსახურება ტრანსპორტი
ფუნქცია მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურების უზრუნველყოფა
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა
** სხვადასხვა სახეობის ცხელი და ცივი სასმელების მომზადება
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mrggree@gmail.com. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე/ბარისტა" დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით N: 598127404
|
|
|
|