|
დასახელება:
ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Sanex
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Sanex" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ლოჯისტიკური კომპანია "Sanex" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და მოკლე დროში შეძლო ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და მზარდი ბრენდის სახელის დამკვიდრება. დღეს ჩვენ უკვე 10 ფილიალით ვართ წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ეფექტურ ლოჯისტიკურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე, რაც გვაძლევს საშუალებას, მყარად გვეჭიროს პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე.
მდებარეობა: ქუთაისი, თამარ მეფის 53
ანაზღაურება: 1100₾
სამუშაო პირობები:
** ფიზიკური აქტივობა: სამუშაო მოითხოვს ზომიერ ფიზიკურ აქტივობას.
** ცვლითი გრაფიკი: 2 დღე მუშაობა/2 დღე დასვენება.
** სამუშაო საათები: 10:00-იდან 19:00 საათამდე.
** ზრდა: ჩვენთან გექნებათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და გაივლით კორპორაციულ სწავლებას.
რას მოიცავს თქვენი სამუშაო?
** ამანათების ოფისიდან გაცემა და საკურიეროს მომზადება.
** ამანათების მიღება და დახარისხება.
** მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სერვისებზე და პროდუქტებზე.
** პერიოდული აღწერის ჩატარება.
ვის ვეძებთ?
** პასუხისმგებლობიან და პუნქტუალურ ადამიანს;
** კომუნიკაბელურს, ვისაც სიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა;
** სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნას;
ჩვენ გპირდებით:
** შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@sanex.ge
ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: ქუთაისის ოპერატორი
რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ შერჩევისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|