Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727036&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ზიმერ დენტალ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კომპანია "ზიმერ დენტალ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე!

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სტომატოლოგიური პროდუქტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი ლიდერი კომპანია "ზიმერ დენტალ ჯორჯია" იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება ბრენდის განვითარებასა და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებსა და კლინიკებში გეგმური ვიზიტების განხორციელება, პროდუქციის პროფესიონალური პრეზენტაცია;
** რეგიონებში მივლინებების დაგეგმვა და აქტიური სამუშაოების წარმოება;
** გაყიდვების გეგმების შესრულების მიზნით, ეფექტური აქტივობების შემუშავება და განხორციელება;
** ყოველდღიური და ყოველკვირეული მიმდინარე ანგარიშების (რეპორტების) წარმოება;
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში (შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები) აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მედიცინის, სტომატოლოგიის ან ფარმაციის მიმართულებით).
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა მომხმარებლის დონეზე.
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** თავდაჯერებულობა და ორიენტაცია შედეგზე;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: zimvieteamge@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია