Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=727006&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Blue Sky Apart-Hotel
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"Blue Sky Apart-Hotel" — თანამედროვე ინტერიერის მქონე აპარტ-ჰოტელი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში. ჩვენი მთავარი მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურება, მოწესრიგებული გარემო და მეგობრული ატმოსფერო. ვმუშაობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად და ვაფასებთ პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და სტუმარზე ზრუნვას.

კომპანია "ჰოტელ ბლუ სკაი" (Blue Sky apart-hotel), აცხადებს ვაკანსიას აპარტჰოტელის დასუფთავების დეპარტამენტში Room attendant -იგივე დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

მოვალეობები:

** პასუხისმგებელია სასტუმროს ნომრების დასუფთავება- მოწესრიგებაზე, და მომხმარებლის კომფორტზე;
** დაუყოვნებლივ პასუხობს სტუმრების მოთხოვნებს;
** ტვირთავს ურიკას შესაცვლელი მასალებით, როგორიცაა თეთრეული, პირსახოცი და სხვა;
** ახორციელებს ნომრებში შესვლასა და დალაგებას კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** წინასწარ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად ჰიგიენის უზრუნველყოფა: თეთრეულისა და პირსახოცების შეცვლა, საშხაპისა და აბაზანის დალაგება, გახარჯული ამენითების ჩანაცვლება, და სხვა;
** ოთახში არსებული ტექნიკისა თუ სხვა ნივთების დათვალიერება, ხარვეზის შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში მენეჯერისთვის ხარვეზისა თუ კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** უსაფრთხოების პროცედურისა და პოლიტიკის დაცვა;
** "დაკარგული და ნაპოვნი ნივთების" პროცედურების და პოლიტიკის შენარჩუნება და მონიტორინგი სტანდარტების შესაბამისად.
** მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ, მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bluesky.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@bluesky.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია