|
დასახელება:
ბარბექი
|
| მომწოდებელი:
ტურინვესტ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბარბექის პოზიციაზე რესტორანში "არგო".
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბარისთვის საჭირო სასმელების, ყინულის, ჭიქებისა და სხვა მარაგების დროული შევსება;
** ბარის სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ბარმენის დახმარება შეკვეთების სწრაფ და ეფექტურ შესრულებაში;
** სტუმრების მიმართ თავაზიანი და პროფესიონალური დამოკიდებულების შენარჩუნება.
ძირითადი მოთხოვნები:
** თავაზიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი #78
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით;
** კვება: უზრუნველყოფილია
კომპანიის შესახებ:
"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|