|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Calzedonia/Tezenis/Intimissimi
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
მაღაზიათა ქსელი "CALZEDONIA / TEZENIS / INTIMISSIMI" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში და მაღაზია CALZEDONIA-ში ქალაქ ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.
დამატებითი უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ორი დასვენების დღით.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancytevri@gmail.com
დამატებითი შენიშვნა:
ქალაქ ბათუმში არსებული CALZEDONIA-ს მაღაზიაში მუშაობის მსურველებმა, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: მოლარე კონსულტანტის პოზიცია ბათუმში.
|
|
|
|