|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - შეფასების უმცროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბიდიო
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
"BDO Georgia" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შეფასების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებაში.
"BDO Georgia" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 169 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა, "BDO Georgia"-ს წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.
ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება აერთიანებს მომსახურებათა ფართო სპექტრს: ფინანსური მოდელირება და ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზირება, ინდუსტრიების კვლევა, პროექტის ეკონომიკური დასაბუთება, ბაზრების ანალიზი მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ჭრილში, პროექტის ეკონომიკური ეფექტის შეფასება, დიუ დილიჯენსი და ტრანზაქციებთან დაკავშირებული სერვისები, სასამართლო ექსპერტიზა, ბიზნესის ღირებულების დადგენა, აქტივების შეფასება და სხვა.
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://bdo.peopleforce.io/careers/v/213537-
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 18.06.2026
|
|
|
|