Робота для біженців з України
ციფრული კონტენტისა და რეკლამის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული კონტენტისა და რეკლამის მენეჯერი
მომწოდებელი: აპექს დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"APEX Development"-ი არის სწრაფად მზარდი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის თანამედროვე, ხარისხიან საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ კომფორტული გარემო და ცხოვრების ახალი სტანდარტი.

"Apex Development" აცხადებს ვაკანსიას ციფრული კონტენტისა და რეკლამის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული მარკეტინგის მიმართულებების დაგეგმვასა და მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვა)
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, Google Ads და სხვა)
** კონტენტ კალენდრის შექმნა და კონტენტის დაგეგმვა
** კრეატიული იდეებისა და კამპანიების შემუშავება ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად
** ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
** აუდიტორიის ზრდასა და ჩართულობაზე მუშაობა
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Digital Marketing-ის მიმართულებით
** ციფრული სარეკლამო ხელსაწყოების (Meta Business Suite & Ads Manager, Google Ads, Analytics და ა.შ) მაღალ დონეზე ცოდნა
** საბაზისო ცოდნა SEO ქოფირაითინგსა და ვებგვერდის ოპტიმიზაციაში
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** სამშენებლო ბაზარზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენთან დაგხვდებათ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კრეატიული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების თავისუფლება
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** თანამედროვე და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** საინტერესო პროექტებზე მუშაობას

თუ გსურს გახდე Apex Development-ის გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნე CV და პორტფოლიო/ნამუშევრები ელფოსტაზე: n.nikabadze@apexd.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე