|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ვინორა 26
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"ვინორა 26" ალკოჰოლური სასმელების მაღაზია/ბარი გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის თაროებზე დალაგება და მოწესრიგება;
** გაყიდვების გაუმჯობესება და მომხმარებელთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** პროდუქციის მიღება/დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელთან/თანამშრომელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ალკოჰოლურ სასმელებში საბაზისო ცოდნა და ინტერესი;
** რუსულ/ინგლისურ ენაზე საუბარი საშუალო დონეზე;
** სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის #23.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vinora26info@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|