|
დასახელება:
საგადასახადო სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Russell Bedford
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"Russell Bedford International"-ის წევრი კომპანია "Russell Bedford Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო სპეციალისტის პოზიციაზე.
თუ გაინტერესებთ პროფესიული განვითარება, მრავალფეროვან კლიენტებთან მუშაობა და საერთაშორისო სტანდარტების გარემოში კარიერული ზრდა - შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** საგადასახადო საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობა;
** კლიენტებისთვის საგადასახადო საკითხებზე წერილობითი და ზეპირი კონსულტაციების გაწევა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;
** საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციებისა და აღრიცხვიანობის პროცესების მიმოხილვა;
** საგადასახადო შემოწმებების პროცესში მონაწილეობა და მხარდაჭერა;
** საგადასახადო მემორანდუმების, ანგარიშებისა და სხვა პროფესიული დოკუმენტაციის მომზადება;
** საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მონიტორინგი და ანალიზი;
** კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მოთხოვნების ეფექტური მართვა;
** პროექტების შეთანხმებულ ვადებში და ხარისხის სტანდარტების შესაბამისად შესრულება;
** გუნდის წევრებთან და მენეჯერებთან აქტიური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საგადასახადო მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - მინიმუმ 2-3 წელი;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** IFRS-ის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** გუნდური მუშაობისა და მრავალ პროექტთან პარალელურად მუშაობის უნარი;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ქსელის ფარგლებში;
** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობას;
** თანამედროვე და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას - 2500 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: საბურთალო, ანტონოვსკაიას ქ. 9
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: khatuna@russellbedford.ge
Subject-ში მიუთითეთ: Tax Specialist
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები Russell Bedford Georgia-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|