Робота для біженців з України
უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: Geosky
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"Geosky" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უსაფრთხოების დირექტორისა და უსაფრთხოების ოფიცრის დახმარება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დავალებაში;
** უსაფრთხოების ჩანაწერების, ჟურნალების, რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების წარმოებისა და განახლების მხარდაჭერა, მათ შორის: შემთხვევების ანგარიშები, მოკვლევის რეესტრი, საფრთხეების რეესტრი, აუდიტის რეესტრი, ფრენის უსაფრთხოების ინდიკატორების ცხრილი, უსაფრთხოების მართვის სისტემის სწავლების რეესტრი და სხვა;
** უსაფრთხოების სახელმძღვანელოების, პროცედურებისა და მითითებების მომზადებაში, ფორმატირებასა და გავრცელებაში დახმარება;
** შიდა მოკვლევის პროცესში უსაფრთხოების შემთხვევებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ორგანიზებაში დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შეხვედრების, ბრიფინგებისა და ტრენინგების ორგანიზებასა და ჩატარებაში მხარდაჭერა;
** უსაფრთხოების ეფექტიანობის მიმოხილვებისა და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრებისთვის ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება.
** მხარდაჭერის სპეციალისტი პასუხისმგებელია მისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და სამუშაოს სათანადოდ შესრულებაზე.
** მხარდაჭერის სპეციალისტი პასუხისმგებელია დაკისრებული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
** უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ციფრულ ინსტრუმენტებსა და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** უსაფრთხოების ინფორმაციის დამუშავებისას დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და სიზუსტე;
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა, როგორიცაა Word, PDF, Excel და PowerPoint.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე უსაფრთხოების ინფორმაციის დამუშავებისას;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** სწავლისა და განვითარების სურვილი;
** უსაფრთხოების კულტურის მხარდაჭერისა და განვითარებისკენ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@airgeosky.com

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - უსაფრთხოების დეპარტამენტის დამხმარე სპეციალისტი.

კონფიდენციალურობა:

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავიაკომპანია ჯეო სქაიმ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@airgeosky.com; ან/და ტელეფონის ნომერზე 591 10 30 98

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "იურიდიული მხარდაჭერისა და მონაცემთა უსაფრთხოების ცენტრი DPO@airgeosky.ge; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

"გატყობინებთ, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშავოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები იმ მიზნით, რომ მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა და შეფასება. თქვენი მონაცემები არ გაიცემა მესამე პირებზე თქვენი ნებართვის გარეშე და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის ფარგლებში."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე