Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726852&print=yes&view=jobs
 
ავტომატიზაციის და დანადგარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომატიზაციის და დანადგარების სპეციალისტი
მომწოდებელი: სოფთმასტერი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "სოფთმასტერი" აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის და დანადგარების სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "სოფთმასტერი" 2002 წლიდან ფუნქციონირებს და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად კომპანიას წარმოადგენს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (შესაძლებელია მივლინებები რეგიონებში)

წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** წყლის ჩასაძირ ტუმბოებთან, რელეებთან, სენსორებთან და ელ. სადენებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკურ და ლაბორატორიულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** PLC პროგრამირების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** არამწეველი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით

უპირატესობად ჩაითვლება ანალიტიკური დანადგარების სერვისის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@softmaster.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ავტომატიზაციის და დანადგარების სპეციალისტი.

ან შეავსეთ შემდეგი ბმული: https://form.asana.com/?k=h17FZQgD5ZPTHm4_ea1oew&d=71922475500426
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია