Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726851&print=yes&view=jobs
 
შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR აუთსოსრინგს, HR კონსალტინგს, HR პრეოქტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს იპოვონ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

მოხარული ვართ გამოვაცხადოთ შოურუმის გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსია ჩვენი პარტნიორი საავტომობილო კომპანიისთვის.

ძირითადი პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, დიღომი
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, კვირაში 2 დღე დასვენება (1 ცვლა დაისვენებს- კვირა-ორშაბათს, მე-2 ცვლა - პარასკევი-შაბათს)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი ხელზე ასაღები, მესამე თვიდან 1000 ლარიანი საბონუსე სისტემა გეგმის შესრულების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება, სასურველია პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული კლიენტების პროფესიული კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
** გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, კლიენტის ინფორმირება ტექნიკის გამოყენებაზე;
** შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 18 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება ჩვენთან
3. პირისპირ გასაუბრება უშუალოდ დამსაქმებელთან

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მიჰყვეთ მოცემულ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/ZfMVdH2NJzeoproT8

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია