|
დასახელება:
ინდუსტრიული დრონის პილოტი
|
| მომწოდებელი:
KTV Working Drone Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
კომპანია "KTV Working Drone Georgia" აცხადებს ვაკანსიას ინდუსტრიული დრონის პილოტის პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს მრავალსართულიანი შენობებისა და ინდუსტრიული ობიექტების ფასადების რეცხვას და მონიტორინგს უახლესი საფრენი აპარატების გამოყენებით.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, ცივსისხლიან და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პილოტს, რომელიც მზად არის მართოს ინდუსტრიული დრონები არასტანდარტულ და საპასუხისმგებლო პირობებში.
ძირითადი მოვალეობები:
** ინდუსტრიული დრონების (სარეცხი/საშები სისტემებით აღჭურვილი) უსაფრთხო და ზუსტი მართვა შენობების ფასადებთან სიახლოვეს.
** საფრენი ლოკაციის წინასწარი შესწავლა, ქარის სიჩქარის, დაბრკოლებების (სადენები, ანტენები) და რისკების შეფასება.
** ფრენის დროს მიწაზე მყოფ ტექნიკურ ჯგუფთან (ოპერატორებთან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის წნევას) კოორდინირებული მუშაობა.
** საფრენი აპარატის მუდმივი კონტროლი ე.წ. "Tethered" (კაბელურ/შლანგიან) რეჟიმში ფრენისას.
** ფრენისწინა (Pre-flight) უსაფრთხოების პროტოკოლების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დრონების მართვის აქტიური გამოცდილება (დიდი ზომის/ინდუსტრიულ დრონებთან ან FPV პლატფორმებთან მუშაობა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გაცემული დრონის პილოტის მოქმედი სერტიფიკატი (A1/A3 ან A2 კატეგორია).
** სტრესმედეგობა და მაღალი კონცენტრაცია: შენობებთან ახლოს, ქარიან პირობებში მუშაობისას სტაბილურობის შენარჩუნების უნარი.
** სივრცითი ორიენტაციისა და დისტანციის იდეალური შეგრძნება.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (საველე ობიექტებზე გადასაადგილებლად).
ჩაითვლება პლუსად:
** გამოცდილება სასოფლო - სამეურნეო (აგროს) ან მსგავსი ტიპის დრონებთან.
** საბაზისო ტექნიკური ცოდნა (Hardware/Software), რათა საველე პირობებში შეძლოთ მარტივი ხარვეზის იდენტიფიცირება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + ბონუსები KPI - ის შესრულების მიხედვით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
** აღჭურვილ სამუშაო სივრცეს (ლაბორატორია/სახელოსნო) ყველა საჭირო ხელსაწყოთი.
** კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას უსწრაფესად განვითარებად ინდუსტრიაში.
** სპეციალიზებულ ტრენინგებსა, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას და მომზადებას კონკრეტულად ჩვენი დრონების სპეციფიკაზე.
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და საფრენი პორტფოლიო/ვიდეო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ელ-ფოსტაზე: info.ge@ktvworkingdrone.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: "ინდუსტრიული დრონის პილოტი". ნომერი: +995 595 99 22 65.
Web: https://ktvworkingdrone.com/ge/
|
|
|
|