Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726815&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფართსარეა
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
შპს "ფართსარეა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული (B2B) გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე საბურავების მიმართულებით.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00 - 14:00)
სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, შედეგებზე ორიენტირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება კორპორატიული კლიენტების ქსელის გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების (B2B) აქტიური მოძიება და მოზიდვა (ლოგისტიკური კომპანიები, სადისტრიბუციო ქსელები, სამშენებლო და აგრო-სექტორი).
** არსებულ კლიენტებთან პარტნიორული და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის (საბურავების) პრეზენტაცია და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა.
** კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება.
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
** ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და კლიენტების საჭიროებების მუდმივი ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით).
** კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (ავტოსფეროში, კერძოდ საბურავების ან ავტონაწილების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** კარგი მათემატიკური და ანალიტიკური უნარები (მარჟების, საბითუმო ფასდაკლებებისა და კომერციული მაჩვენებლების ეფექტურად დასათვლელად).
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე (SPA) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება, რიცხვებთან მუშაობისა და სწრაფი მათემატიკური გამოთვლების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
** დამარწმუნებელი საუბრისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალი დონე.
** მიზანდასახულობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** დროის ეფექტურად მართვისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: 2000 ლარი ხელზე ასაღები თანხის ოდენობით + მიმზიდველი საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან.
** კორპორატიული სატელეფონო ლიმიტს.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
** კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@farmarea.ge არაუგვიანეს 04.07.2026-სა.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საბურავების კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია