Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726793&print=yes&view=jobs
 
კურიერი საკუთარი ავტომობილით - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით.

აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!

ძირითადი მოვალეობა:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.

სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, მამაია ვარშანიძის 118
ტარიფი : ყოველ აღებულ/ჩაბარებულ მისამართზე 2.5 ლარი

კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით ბათუმში".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 577 23 80 03 - მხოლოდ სამუშაო საათებში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია