|
დასახელება:
მეტყველების თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ბავშვები
|
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ბავშვები" აცხადებს ვაკანსიას მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.
კვალიფიკაცია:
** მეტყველების თერაპევტის (ლოგოპედის) სრული კურსის სერტიფიკატი;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები:
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო დატვირთვა: სრული ან ნახევარი
შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონულ მისამართზე: childrenofgeorgia1@gmail.com:
** ავტობიოგრაფია/CV;
** სამოტივაციო წერილი;
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივნისი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეტყობინება გაეგზავნებათ, მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს, რის
შემდეგაც ჩაუტარდებათ გასაუბრება.
|
|
|
|