|
დასახელება:
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
შემოუერთდი "PSP ფარმას" გუნდს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
"PSP Pharma" არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.
2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.
"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
რატომ PSP ფარმა?
PSP-ში თითოეული სამუშაო დღე გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.
ჩვენ გთავაზობთ:
** 5 დღიან სამუშაო გრაფიკს, 2 დღე დასვენება;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და პერიოდული (ყოველდღიური/ყოველთვიური) რეპორტინგი;
** ფინანსური ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
** აუდიტთან ურთიერთობა და აუდიტორული პროცესის მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციისა და ანალიზის მომზადება;
** წლიური ბიუჯეტის ანალიზი, ფაქტობრივ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკვლევა;
** სხვადასხვა ანალიტიკური რეპორტების მომზადება.
უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა..
უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
• ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 18 ივნისი.
|
|
|
|