|
დასახელება:
ობიექტის მენეჯერი - კოფისტა
|
| მომწოდებელი:
მასტერ კოფი
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.
"მასტერ კოფი" აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელ "კოფისტა"-ში ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
** სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლადი სამუშაო გრაფიკი (მოიცავს 1 საათიან შესვენებას);
** სამუშაო დრო: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** ანაზღაურება: 1200ლ (+ ბონუსი);
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოწესრიგებულად და დროულად გამოცხადება სამსახურში;
** მენიუში გაწერილი ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა, მომხმარებლისთვის სწორად წარდგენა და რეკომენდაციის გაწევა;
** შეკვეთების მიღება და დროული მომზადება;
** ყავისა და ცხელი/ცივი სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სენდვიჩების აწყობა;
** ობიექტზე არსებული პროგრამის სრულყოფილად ფლობა;
** სალაროსთან დაკავშირებული დაკავშირებული ყველა საქმიანობის შესრულება;
** შესასყიდი პროდუქციის და მომარაგების პროცესის მართვა; მაცივრებსა და დახლებში არსებული პროდუქციის სისტემური კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება;
** ყოველი თვის ბოლოს ობიექტის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება; (ჰასპის ნორმების შესრულება)
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი, მათი გრაფიკების გაწერა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
** პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ინიციატორული;
** ორგანიზებული;
** ლიდერული უნარ-თვისებების მქონე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ობიექტის მენეჯერი;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|