Робота для біженців з України
გაყიდვების ასისტენტი - მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: დევექსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "დევექსი" არის SDLG-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ოპერირებს ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავტორიზებულ სერვისს.

დამატებითი ინფორმაცია: https://devex.ge/

შპს "დევექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე მძიმე სამშენებლო ტექნიკის გაყიდვების მიმართულებით

ადგილმდებარეობა: მარტყოფი, თბილისის შემოვლითი გზის 37.5 კმ
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00--14:00 (შაბათი)

სამუშაო აღწერილობა: კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო მძიმე ტექნიკის შედეგზე ორიენტირებული გაყიდვების პროცესის მართვაზე. იმუშავებს გაყიდვების ზრდასა და კომერციული მიზნების შესრულებაზე. მოამზადებს შეთავაზებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ კლიენტებთან.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების პროფესიული წარმოდგენა და კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ოპტიმალური გადაწყვეტის შეთავაზება
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება რეგულარული ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის გზით
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** გაყიდვების მიზნების შესრულება და კომერციული შედეგების გაუმჯობესება
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი კონტროლი
** ახალი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება

კომპეტენციები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერია, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება 2 წლამდე
** მძიმე ტექნიკის ან სამშენებლო სექტორის სპეციფიკის ცოდნა სასურველია
** ტექნიკური საკითხების და ტერმინოლოგიის ცოდნა
** ეფექტური გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამებისა და CRM სისტემების ფლობა
** მართვის მოწმობა B კატეგორია

ჩვენთან დაგხვდებათ:

** ფიქსირებული ანაზღაურება და გაყიდვებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა
** წლიური ბონუსი მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესაბამისად
** სამსახურებრივი ავტომობილი კლიენტებთან შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განსახორციელებლად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ნომერი კორპორაციული პაკეტით
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ კომპანიაში.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: t.machitidze@devex.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

"დევექსში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე