Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726688&print=yes&view=jobs
 
სერვის კოორდინატორი - მარტყოფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის კოორდინატორი
მომწოდებელი: დევექსი
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
კომპანია "დევექსი" არის SDLG-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ოპერირებს ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და ავტორიზებულ სერვისს.

დამატებითი ინფორმაცია: https://devex.ge/

შპს "დევექსი" აცხადებს ვაკანსიას სერვის კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: მარტყოფი, თბილისის შემოვლითი გზის 37.5 კმ
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)

სამუშაო აღწერილობა: ტექნიკის სერვისთან და სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული პროცესების მართვა, მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შესყიდვების კოორდინაცია, პროდუქციის კატალოგებისა და კოდების მართვა, მარაგების კონტროლი და მომხმარებელთა საჭიროებების დროული დაკმაყოფილება.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მექანიკოსებისგან მიღებული ინფორმაციისა და ტექნიკური ნახაზების საფუძველზე საჭირო ნაწილების ზუსტი განსაზღვრა;
** მწარმოებლების ოფიციალური კატალოგების შესწავლა და პროდუქციის კოდების იდენტიფიცირება;
** სათადარიგო ნაწილების მოძიება, ნომრების, ხელმისაწვდომობისა და ღირებულების გადამოწმება FINA-სა და SDLG-ის პროგრამებში;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, ტექნიკური მახასიათებლების წარდგენა და ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზება;
** კომპანიის პროდუქციის შესახებ კონსულტაციების გაწევა და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნების მიზნით;
** კომერციული შეთავაზებების, ტრანსპორტირებისა და ჩამოტანის ღირებულებების გამოთვლა;
** შესყიდვების კოორდინაცია და შეკვეთის ინფორმაციის გადაგზავნა პასუხისმგებელ პირთან;
** სერვისის (მათ შორის გეგმური მომსახურების) ინვოისების შედგენა, გამოყენებული ნაწილებისა და ღირებულების ასახვა და კლიენტებისთვის გაგზავნა;
** სერვისის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის შედგენა და აღრიცხვა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების პროცესის კოორდინაცია და კლიენტების ეფექტური მხარდაჭერა.

კომპეტენციები და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინჟინერია, ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება 2 წლამდე;
** მძიმე ტექნიკის ან სამშენებლო სექტორის სპეციფიკის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან და კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებისა და ERP/სერვის პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობა B კატეგორია

ჩვენთან დაგხვდებათ:

** ფიქსირებული ანაზღაურება და გაყიდვებზე დაფუძნებული საბონუსე სისტემა;
** წლიური ბონუსი მიღწეული შედეგებისა და KPI-ების შესაბამისად;
** სამსახურებრივი ავტომობილი კლიენტებთან შეხვედრებისა და სამუშაო ვიზიტების განსახორციელებლად;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ნომერი კორპორაციული პაკეტით
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ კომპანიაში.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენ მიერ გამოცხადებულ კრიტერიუმებს, გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: t.machitidze@devex.ge სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სერვის კოორდინატორი ".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში, დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

"დევექსში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია