Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726669&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების დეპარტამენტის დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო Wyndham Batumi
გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 04 ივლისი
"Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** თეთრეულის, პირსახოცებისა და ჰიგიენური საშუალებების შევსება;
** ნომრებში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მდგომარეობის კონტროლი;
** აღმოჩენილი დაზიანებებისა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** სტუმრების კომფორტისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

პროფესიული მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პერსონალური მოთხოვნები:

** მოწესრიგებული და ყურადღებიანი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული.

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV (ფოტოსურათთან ერთად) გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია