|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Epicalorie.shop
|
|
გამოქვეყნდა: 04 ივნისი
/ ბოლო ვადა: 04 ივლისი
|
"Epicalorie.shop" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
Epicalorie.shop — ორგანული საკვები პროდუქტებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი 40 (ახალი ფილიალი)
"Epicalorie.shop" წარმოადგენს ევროპის კავშირში წარმოებული 500+ სახეობის ბიო და ორგანული საკვები და კოსმეტიკის პროდუქტების ექსკლუზიურ ხაზებს საქართველოში.
ჩვენი მომხმარებლები გვირჩევენ — პროდუქტის ორგანულობით, კომფორტით, ცოდნითა და გულიანი მომსახურებით.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + ბონუსი + ნავაჭრის პროცენტი
** სტაჟირება: 1-3 დღე (რამდენიმე საათი)
** გრაფიკი: მოქნილი (შეგიძლიათ აირჩიოთ 10-40 საათი კვირაში)
რატომ ჩვენ?
შემოგვიერთდი და გახდი ჯანსაღი ცხოვრების ელჩი:
** მოამზადებ ზესაკვებ სასმელებს (Matcha, Superfoods, Smoothies);
** დაეხმარები მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში;
** გაუზიარებ ცოდნას ჯანმრთელ კვებასა და ჯანსაღი სილამაზის პროდუქტებზე;
** ბონუსად: გაგატარებთ ნუტრიციოლოგიისა და ბარისტას ტრენინგს — ისწავლი პროფესიონალურად.
შენი მოვალეობები:
** პროდუქციის სწორად განლაგება, კონტროლი, ფასები და ვარგისიანობა;
** მომხმარებლის კონსულტაცია და გაყიდვების მართვა;
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მოწესრიგება;
** თვიური გეგმის შესრულება და გაყიდვების სტიმულირება;
** ტრენინგებსა და გასტრონომიულ ტესტირებებში მონაწილეობა.
ჩვენ გეძებთ, თუ:
** ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური და ენერგიული;
** შეგიძლია მარტივად აუხსნა ადამიანს ინფორმაცია;
** გაინტერესებს ორგანული საკვები პროდუქტები და კოსმეტიკა;
** ფლობ ინგლისურს (B2+) — დამატებითი ენა პლუსია;
** არ არის აუცილებელი გამოცდილება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
დამატებითი სარგებელი:
** თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქტებზე
** ზრდადი ანაზღაურების სისტემა
** პროფესიული და კარიერული განვითარება
გამოგვიგზავნე CV: info@epicalorie.shop
ან შეავსე ონლაინ ფორმა: https://epicalorie.shop/career
Instagram: https://instagram.com/epicalorie.shop
Facebook: https://facebook.com/epicalorie.shop
Website: https://epicalorie.shop
თუ გინდა, იყო გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ზრდაში, ჯანმრთელობასა და ცხოვრებით გაძლიერებაში ეხმარებიან, "Epicalorie" გელოდება.
|
|
|
|