|
დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
| მომწოდებელი:
ფანკი ბრენდს
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი ამ ეტაპზე მოიცავს: "Franui", "Brite", "Natrue" და "Le Tribute"-ს.
"Funky Brands" ეძებს თანამშრომელს მერჩენდაიზერის პოზიციაზე ბათუმში. პოზიცია დროებითია და გრძელდება სექტემბრის ბოლომდე, თუმცა, სამომავლოდ განვიხილავთ ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას.
ჩვენ სწრაფად ვიზრდებით და ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ბრენდული გამოცდილების შექმნაში.
სამუშაო აღწერილობა:
** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით;
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით;
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი;
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებლებისა და წარმოებებისგან უკუკავშირის მიღება პროდუქციის მოთხოვნის შესახებ;
** მარაგებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაუმჯობესების რეკომენდაციებსა და მერჩენდაიზინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო;
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მნიშვნელოვანია პროდუქტის პრეზენტირების უნარი და დეტალებისადმი ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, შეთანხმებით.
სოც. ქსელები:
Franui Instagram: https://www.instagram.com/franui.ge
Franui FB: https://www.facebook.com/share/1BchX13ZGa/?mibextid=wwXIfr
Franui TikTok: https://www.tiktok.com/@franui.ge
Brite Instagram: https://www.instagram.com/britedrinksgeorgia
Brite FB: https://www.facebook.com/share/1ABGxSwrw2/?mibextid=wwXIfr
Brite TikTok: https://www.tiktok.com/@brite.georgia
Natrue Instagram: https://www.instagram.com/natruedrinksgeorgia/
Natrue FB: https://www.facebook.com/p/Natrue-Georgia
Natrue TikTok: https://www.tiktok.com/@natrue.georgia
Le Tribute Instagram: https://www.instagram.com/le_tribute_ge
Funky website: https://www.funkybrands.ge/
რატომ "ფანკი ბრენდს"?
** იქნები მხიარული, კრეატიული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი;
** შესაძლებლობა გექნება იმუშაო საინტერესო და ინოვაციურ ბრენდებთან;
** შესაძლებლობა გექნება ხელი შეუწყო ჩვენი ბრენდების აღქმასა და პოპულარობას საქართველოში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@funkybrands.ge
|
|
|
|