Робота для біженців з України
Front End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Front End დეველოპერი
მომწოდებელი: შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
პოზიციის დასახელება: FRONT END დეველოპერი
დანაყოფი: საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და განვითარების სამმართველო

სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაცხადის წარდგენის ვადა: კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე

** HTML, CSS, Javascript, Typescript, React.js ტექნოლოგიებით პროექტების შექმნის გამოცდილება
** RESTful API-ებთან მუშაობის გამოცდილება
** ვერსიების კონტროლის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება: GIT

უპირატესობად ჩაითვლება:

** Ext.js
** Docker
** Linux-თან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ვებ აპლიკაციების და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
** არსებული სისტემების მხარდაჭერა და გაუმჯობესება
** გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კოლაბორაცია
** თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევა და დანერგვა განვითარების პროცესში

რას ვაფასებთ კანდიდატში:

** დეტალებზე ორიენტირებულობას და სუფთა კოდის წერას;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს;
** გუნდურ მუშაობას და კომუნიკაციის უნარს;
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარს;
** პასუხისმგებლობის გრძნობას.

კანდიდატებმა კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე/CV
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

რეზიუმეს /CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია ელ.მისამართზე: HR.vacancy@mia.gov.ge. სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება, სახელი და გვარი.

კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება CV-ში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე