|
დასახელება:
საზაფხულო დასაქმების პროგრამა
|
| მომწოდებელი:
ენერგო-პრო ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" იწვევენ უმაღლესი თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და ახალ კურსდამთავრებულებს, საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მონაწილების მისაღებად.
პრიორიტეტული მიმართულებები: ენერგეტიკა; ელექტროინჟინერია; შრომის უსაფრთხოება; მომხმარებლებთან (აბონენტებთან) ურთიერთობა; ფინანსები და სხვა
საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტრენინგებსა და პრაქტიკას კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში როგორიც მაგ.:
1. შრომის უსაფრთხოება
2. სადისპეტჩერო (ოპერატიული მართვა)
3. მაღალი ძაბვის ქსელის მართვა: ქვესადგურების ექსპლუატაცია, სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა, ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია
4. დაბალი ძაბვის ქსელის მართვა (მცხეთა-მთიანეთი, ქვემო-ქართლი)
5. გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები)
6. აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი)
7. კომერციული - აღრიცხვა, ელ.მრიცხველების ლაბორატორია
8. ქსელის განვითარება, პროექტირება - (ქვესადგურები, ელ. გადამცემი ხაზები, საინჟინრო კომუნიკაციები),
9. მომხმარებელთა ქსელზე მიერთება - (რუსთავი, მცხეთა, გორი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი)
10. სატყეო საქმე
11. საინფორმაციო ტექნოლოგიები - კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება
12. ადამიანური რესურსების მართვა
13. ფინანსური - ხაზინა, ფინანსური რეპორტინგი
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები და ასევე ჰიდროელექტროსადგურები.
პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას. სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, სხვადასხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.
პროგრამაში ჩართვის, ძირითადი მოთხოვნები:
** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი მოტივაცია
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივნისი.
|
|
|
|