Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726511&print=yes&view=jobs
 
საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: Caucasus Credit
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1600 ფიქსირებული + ბონუსი

მოვალეობები:

** ყველა ტიპის სესხის განაცხადის მიღება;
** წარმოდგენილ განაცხადში რისკების შეფასება;
** მონაცემების დამუშავება;
** ბიზნეს სესხების დამუშავებისას კლიენტების ბიზნესის ანალიზის ჩატარება;
** ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა;
** დამტკიცებული სესხების სასესხო ხელშეკრულებების მომზადება-გაფორმება;
** სესხის ფაილინგი;
** ფილიალისთვის და კონკრეტულად საკრედიტო ექსპერტისთვის დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების გაზრდის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება (სატელეფონო კომუნიკაცია/შეთავაზება ან/და პირადი ვიზიტების დაგეგმვა წინასწარ შერჩულ მომხმარებლებთან);
** პორტფელში არსებული მსესხებლების ფინანსური მდგომარების პერიოდული შეფასება და კონტროლი;
** პორტფელში არსებულ პრობლემურ, ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა, პრობლემურ მსესხებლებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (და მამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** ფინანსურ ინსტიტუტში საკრედიტო განხრით ბიზნეს სესხებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ანალიტიკური მუშაობის/კვლევების გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (აუცილებელია; Excel; Word)

თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებულობა
** აქტიურობა
** მიზანზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია