|
დასახელება:
მაღაზიათა ქსელის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
შოკოტელა
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპანიის შესახებ:
"Chocotella" - პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქციითა და მომსახურებით, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
მაღაზიათა ქსელის ეფექტური მართვა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიათა ქსელის ოპერაციული მართვა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და მათი ზრდის ხელშეწყობა;
** მომსახურების სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და შესრულების კონტროლი;
** თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და მართვა;
** მაღაზიების რეგულარული მონიტორინგი და მომსახურების ხარისხის შეფასება;
** თანამშრომელთა შერჩევის, ტრენინგისა და პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
** მარაგების ეფექტური მართვა და კონტროლი;
** მომხმარებელთა კმაყოფილების მონიტორინგი და მომსახურების პროცესების გაუმჯობესება;
** მაღაზიებში ბრენდის სტანდარტების, ვიზუალური წარმოდგენისა და პროდუქციის სწორი განთავსების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით);
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ძლიერი ორგანიზაციული, ანალიტიკური და დაგეგმვის უნარები.
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარ-ჩვევები;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** სამუშაო ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
თუ გსურთ გახდეთ მზარდი და წარმატებული ბრენდის განვითარების ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@chocotella.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ველით თქვენს განაცხადს!
|
|
|
|