Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: შოკოტელა
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
შემოუერთდი "შოკოტელას" გუნდს - მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გსიამოვნებს მომხმარებლისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და გსურს იმუშაო პრემიუმ ხარისხის, ხელნაკეთი შოკოლადის სამყაროში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

ჩვენს შესახებ:

"შოკოტელა" პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც სიყვარულითა და განსაკუთრებული ყურადღებით ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ შოკოლადის ნაწარმს. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიონალური, მეგობრული და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** პროდუქციის რაოდენობისა და ფასების კონტროლი;
** სალაროსა და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა.

რას ველოდებით შენგან?

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად და ეფექტურად ათვისების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (კვირაში 26 საათი)
ფიქსირებული ანაზღაურება: 800 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.

თუ გსურს გახდე ჩვენი მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: info@chocotella.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ველოდებით შენს განაცხადს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე