|
დასახელება:
აუდიტორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Cora Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
Cora Consulting - აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა ინდუსტრიის და ზომის კლიენტებს ხარისხიან და ეფექტურ აუდიტორულ და სხვა საკონსულტაციო მომსახურებებს.
"Cora Consulting" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე, აუდიტის და სხვა მარწმუნებელი გარიგებების დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქციები:
** ფინანსური ანგარიშგებისა და საბუღალტრო ჩანაწერების გადამოწმება პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, ბანკის ამონაწერებისა და reconciliation-ების შემოწმება;
** შემოსავლების, ხარჯების, ხელფასების, ფიქსირებული აქტივებისა და მარაგების აუდიტში მონაწილეობა;
** აუდიტორული სამუშაო ფაილების (working papers) მომზადება და შევსება;
** კლიენტისგან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა და ორგანიზება;
** აუდიტის პროგრამებსა და MS Excel-ში მუშაობა (ანგარიშების შედარება, ანალიზი);
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა (ფიზიკური დათვლა და დაკვირვება).
მოთხოვნები:
** IFRS-ისა და აუდიტის სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით;
** ACCA/CPA-ის სტუდენტის სტატუსი ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური უნარები;
** ბაკალავრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში ან მონათესავე სფეროში.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: mariam.ghonghadze@cora.ge.
|
|
|
|